logo
Loading data...
მთავარი შუა დერეფანი

სტატია

"არ შეიძლება შუა დერეფანი დამოკიდებული იყოს ფოთში ორ ვიწრო რკინიგზის ხაზზე" - ლევან სულაბერიძე

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ფოთში ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობის აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც ლევან სულაბერიძემ განმარტა, ფოთში ახალი რკინიგზის სადგურია ასაშენებელი.

“არ შეიძლება შუა დერეფანი დამოკიდებული იყოს ფოთში ორ ვიწრო რკინიგზის ხაზზე, რომელიც ფაქტობრივად, ქალაქის ცენტრში გადის. ახალი რკინიგზის სადგურია ასაშენებელი, რომ როცა ანაკლიაც აშენდება და ფოთის ნავსადგურის განვითარება დაიწყება, სარკინიგზო ინფრასტუქტურა იყოს შესაბამისობაში,” - აღნიშნა ლევან სულაბერიძემ.

მისივე თქმით, საქართველოსთვის ანაკლიის პორტის პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“ანაკლია სასიცოცხლოდ აუცილებელი პროექტია, თუმცა ეს არის გრძელვადიანი. კარგია ანაკლია, თუმცა უნდა მივცეთ ბიზნესს იმის საშუალება, რომ იქ სადაც ეს ინფრასტრუქტურა არსებობს, განვითარდეს. ფოთში ამის დიდი შესაძლებლობებია.  ამასთან, ფოთის ნავსადგურს ფლობს მსოფლიო ლიდერი სანავსადგურო მართვის თვალსაზრისით. მას აქვს საკმარისი ფინანსები და ტერიტორია, რომ ანალოგიური ინფრასტრუქტურა განავითარონ. ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის მზაობა არის, მაგრამ როგორც ვიცი მთავრობის  გადაწყვეტილებას ელოდებიან,”-აღნიშნა ლევან სულაბერიძემ.

მისივე თქმით, ანაკლიის და ზოგადად, ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყანას  მაღალ ტონაჟიანი გემების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

"შევძლებთ დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახეობის ტვირთის ერთდროულად დასაწყობებას, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ ქართული ნავსადგურები გახდნენ ბევრად უფრო მიმზიდველი შუა აზიური ბიზნესისთვის, რათა მათ შეძლონ სავაჭრო გზების მეტად დივერსიფიცირება.  თუმცა, ვიდრე პორტის ნაწილი დაგვეწევა, გვაკლია ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა. როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო ნაწილში. დღეს ფოთში ეს უკვე იგრძნობა. მიუხედავად იმისა რომ ფოთში 20 საკონტეინერო ტერმინალია, არ არის საკმარისი გარკვეული მიმართულებებისთვის,”-აღნიშნა ლევან სულაბერიძემ.

მისივე თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის აქტივობამ შუა დერეფანში გარკვეული ცვლილებები გამოიწვია.

“საკმაოდ უცნაურ პირობებში გვიწევს საქმიანობა და ცხოვრება. ცოტა დამაბნეველია სიტუაცია იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინის აქტივობამ რუსეთის ტერიტორიაზე გამოიწვია ძალიან ბევრი პროდუქტის დეფიციტი რუსეთში, რამაც რუსეთი აიძულა აეკრძალა გარკვეული საქონლის ექსპორტი. შესაბამისად, გაჩნდა გარკვეული დეფიციტი სხვადასხვა საქონელზე და  ჩვენ ვიქეცით ერთადერთ დერეფნად, რომლითაც შეიძლება ყაზახეთი, უზბეკეთი და სხვა შუა აზიური ქვეყნები მარაგდებოდნენ. ეს დამატებითი ახალი შესაძლებლობაა. დავინახეთ რომ გარკვეული ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიძლება ყოფილიყო, დღეს ბევრად მოთხოვნადი იქნებოდა,”- აღნიშნა ლევან სულაბერიძემ.

"პროგრამის "ჩემი პირველი ნერგი" ფარგლებში, ყოველწლიურად, პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ და მის ზრდაზე სკოლის დასრულებამდე იზრუნებენ"

"პროგრამის "ჩემი პირველი ნერგი" ფარგლებში, ყოველწლიურად, პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ და მის ზრდაზე სკოლის დასრულებამდე იზრუნებენ"

გამოგვყევით